მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს EU-ში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები წლის ბოლომდე უნდა დაიწყოს - შარლ მიშელი

64240c197d47c
გიორგი თოლორდავა
29.03.23 14:06
729
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირში საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების პროცესი 2023 წლის ბოლომდე უნდა დაიწყოს.

კიშინიოვში, მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან შეხვედრისას შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ ევროკომისია გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით ახალ ანგარიშს მომდევნო თვეებში გამოაქვეყნებს, რომლის საფუძველზეც მიღებული იქნება გადაწყვეტილება მოლაპარაკებების პროცესის ოფიციალურად დაწყებასთან დაკავშირებით.

„2023 წლის ბოლომდე EU-ში უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესი ოფიციალურად უნდა დაიწყოს. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით იქნება მიღებული, რომელიც უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება. მოლაპარაკებების დაწყების პროცესი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ წლის ბოლომდე დადებითი გადაწყვეტილების მიღება იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა ევროპულის საბჭოს პრეზიდენტმა.