მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს EU-ში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი დღეს გადაეცემა

6253c42be89e8
თელარა გელანტია
11.04.22 09:59
611
საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი დღეს გადაეცემა.

როგორც გასულ კვირას „ტვიტერზე“ სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარს 11 აპრილს გადასცემს.

„ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კითხვარი უკრაინას გუშინ <8 აპრილს> გადასცა, მე კი ორშაბათს გადავცემ საქართველოსა და მოლდოვას. პასუხი ევროკომისიას სამი ქვეყნის მიერ ევროკავშირში გაკეთებული განცხადებების შესახებ მოსაზრებების მომზადებაში დაეხმარება, როგორც ამას ევროკავშირის საბჭო ითხოვს”, – დაწერა ვარჰეიმ.