ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. ჰარცელის განცხადებით, გუშინდელი აქცია საქართველოს ევროპული მისწრაფებების დიდი და ღირსეული მანიფესტაცია იყო.
„რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ, ეს იყო ძალიან დიდი, ღირსეული და მშვიდობიანი მანიფესტაცია საქართველოს პროევროპული არჩევანისა. ბევრი ჩვეულებრივი ქართველი მოქალაქე გამოვიდა, რომელთაც სურთ, რომ საქართველომ ევროკავშირის მიერ მოცემული შესაძლებლობა გამოიყენოს და გადადგას საჭირო ნაბიჯები, რათა საქართველოს ევროპული დღის წესრიგი რეალურად წავიდეს წინ“, - განაცხადა EU-ს ელჩმა.
კარლ ჰარცელის შეფასებით, ევროკომისიის მიერ მოცემული პერსპექტივა მკაფიო ნიშანია იმისა, რომ საქართველოს EU-ში გაწევრიანების პოტენციალი აქვს, თუმცა ამისათვის კომისიის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილებაა საჭირო, რისთვისაც ქვეყანამ გულმოდგინედ უნდა იმუშავოს და ამ მიმართულებით შედეგიანი ნაბიჯები უნდა გადადგას.
„არ უნდა შეგვეშალოს - ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაცია პერსპექტივასთან დაკავშირებით წარმოადგენს მკაფიო თანხმობას, რომ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს EU-ში გაწევრიანების შანსი აქვთ. საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ მომავალში გახდეს ევროკავშირის წევრი.
ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთან დაკავშირებით ნაკლებად ხელსაყრელი იყო, ვიდრე უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში, რაც ხაზს უსვამს იმ საჭიროებას, რომ წინ შედეგიანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოს ევროპული მისწრაფებების დემონსტრირება. ამისთვის ევროკომისიისგან ჩვენ გვაქვს სია, სადაც განსაზღვრულია ის მოთხოვნები, რომლებიც განვითარებისთვის საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს. საქართველოს ევროპული მომავალი თავად საქართველოს ხელშია - დროა, გულმოდგინედ იმუშაოთ და ნაბიჯები წინ გადადგათ“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი