მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია „EOS Data Analytics“-ის პარტნიორი გახდა

6282123a03b94
BM.GE
16.05.22 12:57
932
დღეიდან ფერმერებს, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია გლობალურ პროვაიდერ EOS Data Analytics - EOSDA-სთან თანამშრომლობით, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სატელიტურ გამოსახულებას შესთავაზებს.

ფერმერები, სატელიტურ სისტემაზე დაფუძნებული მაღალი სიზუსტის სასოფლო-სამეურნეო ხელსაწყოების დახმარებით, საკუთარ მეურნეობებში წარმოებული პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესებას და ფერმერული საქმიანობის გაძლიერებას შეძლებენ.

თანამშრომლობის ფარგლებში, EOS Crop Monitoring პლატფორმაზე საქართველოს ფერმერთა ასოციაციას ექნება პროფესიონალური გამოწერის პაკეტი, რომელსაც სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირებს შესთავაზებს. ასოციაციის მხრიდან მომსახურების ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება სასოფლო-სამეურნეო კონსულტაციების მიწოდება და ფერმერთა ტექნოლოგიური ცოდნის განვითარება.

„ საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ორიენტირებულია ფერმერთა განათლებაზე, მათთვის საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკებისა და სამაგალითო ტექნოლოგიების შეთავაზებაზე. „EOS Data Analytics“-თან პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს ფერმის მართვის პროცესეში გამოვიყენოთ პრაქტიკული, ეკონომიკურად ეფექტიანი და ე.წ. ჭკვიანი გადაწყვეტები, რაც აგროსექტორისთვის ხელმისაწვდომს გახდის ეკონომიკურად ეფექტიან და მდგრად ტექნოლოგიურ პლატფორმებს,“ - აღნიშნა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ თორიამ.

EOS Data Analytics (EOSDA) არის ხელოვნური ინტელექტით მართული სატელიტური გამოსახულებითი ანალიტიკის სანდო, გლობალური პროვაიდერი. კომპანია მუშაობს მსოფლიო მასშტაბით, თანამშრომლობს სახელმწიფო, კომერციულ და სამეცნიერო ორგანიზაციებთან. კომპანიის ტექნოლოგიების მასშტაბი მოიცავს დედამიწაზე დაკვირვების საშუალებებს და ხელს უწყობს გონივრული გადაწყვეტების მიღებას 22 ინდუსტრიაში, მათ შორის სოფლის მეურნეობის, სასარგებლო წიაღისეულისა და ნავთობის მოპოვების მიმართულებით. ამგვარად, EOSDA წინასწარ ამჟღავნებს პლანეტის მომავალ გამომწვევებს. “ფერმერთა ასოციაციასთან თანამშრომლობა გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ვიმუშაოთ საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების მიმართულებით. ასოციაციის როლი ფერმერთა გაძლიერების საქმეში უმნიშვნელოვანესია. ჩვენ გვაერთიანებს საერთო ძალისხმევა, უფრო მეტი მდგრადობა შევძინოთ ფერმერულ საქმიანობას,“ - აღნიშნა „EOS Data Analytics“-ის სტრატეგიული პარტნიორობის მიმართულების დირექტორმა ბრიჯეშ ტოპილმა.