18.ივლისი .2022 11:37

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია WFO-ს წევრი გახდა - რა შესაძლებლობებს ხსნის წევრობა?

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია WFO-ს წევრი გახდა - რა შესაძლებლობებს ხსნის წევრობა?
views 733
უკან

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია მსოფლიოს ფერმერთა ორგანიზაციის (WFO) წევრი გახდა. ამის შესახებ პოსტს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძე ავრცელებს და WFO-ს გენერალური მდივნის წერილს ურთავს.

„ორშაბათი უნდა იყოს ასეთი. ასე გავხდით მსოფლიო ფერმერთა ორგანიზაციის წევრები მთელი ფერმერთა საქართველოს ფერმერთა ასოციაცია/Georgian Farmers' Association გუნდის დამსახურებაა ეს!", - წერს ნინო ზამბახიძე.



რას ნიშნავს საქართველოს ფერმერთა ასოციაციისთვის მსოფლიო ფერმერთა ორგანიზაციის წევრობა და რა შესაძლებლობებს ხსნის ეს ქართველი ფერმერებისთვის - ამ კითხვებით BM.GE-მ ნინო ზამბახიძეს მიმართა.

ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მსოფლიო ორგანიზაციაში გაერთიანება დარგის წარმომადგენლებს და ქვეყანას მსოფლიო გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების მეტ საშუალებას აძლევს.

"ჩვენ ევროპული ფერმერთა ასოციაციისა და ფერმერთა კოოპერატივის წევრი ვიყავით. მსოფლიო ფერმერთა ორგანიზაციის წევრობა კი ნიშნავს, რომ მსოფლიოს ფერმერთა ასოციაციები გაერთიანებულნი არიან ერთ სივრცეში და ის პრობლემები და გამოწვევები, რაც სასურსათო უსაფრთხოებას უკავშირდება, რაზეც მიდის მსჯელობა და ადვოკატირება მდგრადი განვითარების მიზნების შესასრულებლად, მათთან ერთან შეგვეძლება რომ მოვახდინოთ. მსოფლიო ფერმერთა ორგანიზაციაში გაწევრიანება მათთან ერთად ერთ საფეხურზე დგომას გულისხმობს. ამგვარად შეგვიძლია ვიცოდეთ რას ფიქრობს და ახორციელებს მსოფლიო და ჩვენ როგორ შეგვიძლია მათთან ერთად მივიღოთ იგივე შედეგი - ეს იქნება თანამედროვე ტექნოლოგიები ადვოკატირების, დაფინანსების კუთხით, ცნობიერების ამაღლების კუთხით თუ სხვა. ჩვენ მათთან ერთად შევძლოთ ფერმერების ერთმანეთთან დაკავშირება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ასოციაციისთვის და ქვეყნისთვის“, - განმარტავს ნინო ზამბახიძე.