მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი

5e42a40c5a33a
BM.GE
11.02.20 16:53
594
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის 11 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 129 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.840 პროცენტით, მაქსიმალური 8.940 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.890 პროცენტით განისაზღვრა.