მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს Forbes Under 30-ის პროექტით, ამერიკული Forbes დაინტერესდა

624c457fbc60a
მარიამ ადამია
05.04.22 22:17
1059
ამერიკული Forbes-ის გამოცემა, რომელიც ევროპის Under 30-ის სიაზე მუშაობს, მიმდინარე წელს საქართველოს Forbes Under 30-ის პროექტით დაინტერესდა და უკვე 2021 წლის გამარჯვებულებს, გლობალურ კონკურსში მონაწილეობის მიღების საშუალება ექნებათ. ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში”, "კონსიერჟ თბილისის" დამფუძნებელმა ლიზა ხაბაზაშვილმა ისაუბრა.

“ეს ძალიან დიდი შესაძლებლობაა ახალგაზრდებისთვის და დარწმუნებული ვარ, ქართველი ლიდერები კვალიფიკაციის კუთხით, ევროპული კონკურსის მონაწილეებს არ ჩამორჩებიან. ხოლო ამერიკული Forbes-ის მიერ საქართველოს პროექტით დაინტერესება, ძალიან დიდი ნაბიჯია როგორც ქვეყნისთვის, ინვესტიციის მოზიდვის, ცნობადობის გაზრდის, ასევე ახალგაზრდების ხელშეწყობისა და განვითარების კუთხით,” - განაცხადა ლიზა ხაბაზაშვილმა.

მისივე თქმით, წელს პირველად საქართველოში Forbes Georgia-ს Under 30-ის სამიტი ჩატარდება, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკაა და თიბისის კონცეპტის სივრცეში გაიმართება.

ინფორმაციისთვის, ჟიურის წევრები, Forbes-ის ადმინისტრაციასთან ერთად, Under 30-ის 2021 წლის აპლიკაციების გადარჩევის პროცესს აპრილის ბოლოს დაასრულებენ, ხოლო მათი ვინაობა მაისის პირველ კვირას, სამიტზე გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე Forbes Under 30-ის სარეგისტრაციო პერიოდი ერთი თვით, 15 აპრილამდე გახანგრძლივდა და ამ დროისთვის Forbes Georgia-ს რედაქციაში, 300-მდე აპლიკაციაა შესული.