მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ფოსტა აცხადებს რიგით მეშვიდე "წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს"

5e60b6a9a5bb5
BM.GE
05.03.20 12:18
1088
საქართველოს ფოსტა აცხადებს „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს“, რომელიც უკვე მეშვიდედ ტარდება საქართველოში. წლევანდელი საკონკურსო თემა გახლავთ - „მიწერე წერილი უფროს ადამიანს, იმ სამყაროს შესახებ რომელშიც ვცხოვრობთ“. კონკურსის მიზანია წერილის წერის ტრადიციის აღდგენა/დამკვიდრება და წერილობითი ურთიერთობის პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში წერილობითი ურთიერთობის შენარჩუნება.

ჟიური შეარჩევს საუკეთესო სამეულს, რომლიც დაჯილდოვდება სპეციალური პრიზებით, მათგან საუკეთესო ნამუშევარი გაიგზავნება „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ და ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში. ყველა მონაწილეს გადაეცემა სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 15 წლამდე ასაკის მოზარდებს. ნამუშევარში აუცილებელია წერილის ფორმის დაცვა შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

• წერილი უნდას იწყებოდეს მისალმებით;
• მითითებული უნდა იყოს როგორც გამგზავნის, ასევე მიმღების (ადრესატის) მონაცემები;
• წერილის ბოლოს დატანილი უნდა იქნას გამგზავნის ხელმოწერა და თარიღი;
• წერილის შინაარსი სრულად უნდა პასუხობდეს კონკურსის თემატიკას;
• კონკურსში მონაწილეობამდე ნამუშევარი არ უნდა იყოს გამოყენებული, გამოქვეყნებული ან ტირაჟირებული;
• სიტყვათა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 000 ერთეულს.

წერილი შესაძლოა შესრულებული იყოს ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ, პორტუგალიურ, რუსულ, ესპანურ ან არაბულ ენაზე. ნაშრომის წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 4 აპრილი, 14:00 საათი. საკონკურსო წესები და პირობები დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე - gpost.ge, დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ letter@gpost.ge.

„წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს“ საფუძველი ჩაეყარა „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ტოკიოს კონგრესზე და 1971 წლიდან სისტემატურად იმართება, მასში მონაწილეობას იღებს მსოფლიო საფოსტო კავშირის 192 წევრი ქვეყანა.