მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ფოსტა" მოქალაქეებს მედიკამენტებს ადგილზე მიუტანს

5e7a2e47e5fe7
ნინი ლონგურაშვილი
24.03.20 20:20
820
“საქართველოს ფოსტა” მოქალაქეებს მედიკამენტებს ადგილზე მიუტანს. ამის შესახებ გადაცემა "საქმიან დილაში" “საქართველოს ფოსტის” გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ განაცხადა. 

"“საქართველოს ფოსტა” დღეს, საკუთარ ქცევის წესს შეიმუშავებს, ასევე ზედმიწევინით ასრულებს ყველა რეკომენდაციას. აქედან გამომდინარე ვართ სრულად მობილიზებული. 81 სერვისცენტრით ვწვდებით მთელ საქართველოს და მთელი ჩვენი შემადგენლობა მზად არის მოემსახუროს ბიზნესს და ყველა მოქალაქეს. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან ერთად დავიწყეთ მუშაობა და მივაწოდეთ ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტები, რომელსაც აფინანსებს სახელმწიფო. დღეს ადგილზე მიტანის უზრუნვეყოფა მოხდება “საქართველოს ფოსტის” საშუალებით. ეს არის საწყისი ეტაპი. სახელმწიფო სერვისის მიწოდება ხდება 70 წელს გადაცილებულთათვის", - აღნიშნა ლევან ჩიკვაიძემ.

ამასთან “საქართველოს ფოსტა” ყველა აქტივისტს, ვინც მოქალაქეებისთვის საკვებს თუ მედიკამენტებს აგროვებენ, მზადყოფნას გამოთქვამს, დაეხმაროს.

“ძალიან მომრავლდა საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც საკვებს თუ სხვა საჭირო მედიკამენტებს და ნივთებს აგროვებენ. “საქართველოს ფოსტა” მზად არის სრულიად უსასყიდლოდ დაეხმაროს ასეთ ადამიანებს და გამოიყენოს ფოსტის საკურიერო მომსახურება", - აღნიშნა “საქართველოს ფოსტის” გენერალურმა დირექტორმა.

“საქართველოს ფოსტას” დღეში 25 0000-მდე ადამიანთან აქვს კომუნიკაცია, რაც საშუალებას იძლევა ვირუსის დადასტურების შემთხვევაში, მარტივად მოიძიოს თუ ვისთან ჰქონდა კონტაქტი დაინფიცირებულს.

“70 წელს გადაცილებული 80 000 საქართველოს მოქალაქეა, ვისაც აწუხებს ქრონიკული დაავადება. მათთვის გამოწერილი დანიშნულება ელექტრონულად აისახება ფოსტის ბაზაში და დაუყოვნებლივ მოხდება მიწოდება. შესაბამისად, ფოსტასთან კომუნიკაცია არ არის საჭირო, ჩვენთვის ცნობილი იქნება ექიმის დანიშნულება და ავტომატურად მოხდება მიწოდება ადგილზე. ჩვენ ბაზაში აღირიცხება ყველა ვიზიტი, ვირუსის დადასტურების შემთხვევაში შეგვეძლება გავყვეთ ამ ვირუსს და დავადგინოთ ვისთან ჰქონდა დაინფიცირებულ ადამიანს კონტაქტი. ჩვენ ყოველდღიურად 10 000-დან 15 000-მდე მისამართს ვსტუმრობთ, რაც ნიშნავს, რომ 25 000 კონტაქტი გვაქვს ყოველდღიურად და ეს ყველა ვიზიტი აღრიცხულია ბაზაში. ჩვენი სამედიცინო დარგისთვის, მარტივდება გზა, რომ გავყვეთ ყველა სიახლეს", - აცხადებს “საქმიან დილასთან” ლევან ჩიკვაიძე.