“ვამაყობ, რომ საქართველოში, მთელი ქვეყანა, საჯარო და კერძო სექტორი, ჩვენი მოქალაქეები, გაერთიანდნენ უკრაინელი ხალხის დახმარების მიზნით. „საქართველოს ფოსტამ“, როგორც ეროვნულმა ოპერატორმა, თავის მხრივ, უზრუნველყო ჰუმანიტარული გზავნილების გაგზავნა უკრაინელი ხალხისთვის, ასევე, ფიზიკურ პირებს მისცა საშუალება გამოეხატათ თანადგომა და უსასყიდლოდ გაეგზავნათ ამანათები დაზარალებულებისათვის,“ - განაცხადა „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ ევროპის საფოსტო კავშირის „PostEurop“ - ის ონლაინ შეხვედრაზე, რომელიც მიზნად ისახავდა უკრაინაში, საომარი ვითარების ფონზე, საფოსტო ოპერატორების მიერ განხორციელებული ჰუმანიტარული მისიების განხილვასა და შემდგომი ქმედებების შემუშავებას.
სხდომას 38 წევრი ქვეყნის ეროვნული ოპერატორის აღმასრულებელი დირექტორი დაესწრო. ევროპის საფოსტო ორგანიზაციამ მოხსენებისთვის მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის ეროვნული საფოსტო ოპერატორის წარმომადგენელი მიიწვია, მათ შორის, იყო საქართველო, ბელგია, ირლანდია, ესტონეთი, პოლონეთი, უნგრეთი, მოლდოვა.
ლევან ჩიკვაიძის განცხადებით, “საქართველოს ფოსტას”, ბევრი სხვა ქვეყნის საფოსტო ოპერატორების მსგავსად უკრაინაში კონფლიქტის დაწყების დღიდან დღემდე, არ შეუჩერებია ფოსტის ცვლა უკრაინის მიმართულებით. მეტიც, სწორედ საფოსტო ოპერატორები იყვნენ პირველები, რომლებმაც გამოხატეს უპრეცედენტო სოლიდარობა და უზრუნველყვეს ჰუმანიტარული გზავნილების მიწოდება კრიზისულ ზონებში.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, 400 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა და გაიგზავნა.
ასევე, აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ფოსტა“ 28 თებერვლიდან დღემდე, ფიზიკური პირებისგან იღებს და უსასყიდლოდ აგზავნის ჰუმანიტარული დანიშნულების ამანათებს უკრაინის მიმართულებით.
(NS)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი