„საქართველოს ფოსტა“ მსოფლიო საფოსტო კავშირის (Universal Postal Union) ESM მომსახურების ხარისხის შესრულების კატეგორიაში მორიგი ჯილდოს მფლობელი გახდა.
საქართველოს ფოსტაში განმარტავენ, რომ მსოფლიო საფოსტო კავშირის ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნულმა საფოტო ოპერატორმა EMS მომსახურებისთვის განახორციელა სერვისის სრული მოდერნიზაცია და შეიმუშავა იმგვარი საოპერაციო მოდელი, რომელიც სრულად პასუხობს პრემიუმ კლასის მომსახურების სტანდარტებს. შედეგად, EMS მომსახურების ხარისხის შესრულების კატეგორიაში კომპანია გახდა ლიდერი 180-ზე მეტ ქვეყანას შორის.
მსოფლიო საფოსტო კავშირში შემავალი ორგანოს „EMS კოოპერატივის“ ორგანიზებით, ყოველწლიურად ტარდება აღნიშნული ორგანიზაციის წევრი ეროვნული საფოსტო ოპერატორების აუდიტორული შეფასება - მომსახურების ხარისხის (EMS Customer Care) მიმართულებით. შეფასების შედეგად ხდება გამარჯვებული საფოსტო ოპერატორების გამოვლენა მსოფლიო მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ფოსტამ“ 2020 წლის მონაცემებით დააკმაყოფილა ყველა საერთაშორისო კრიტერიუმი, რაც ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ კომპანიამ სრულად მოახდინა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და შესრულება.
მსოფლიო საფოსტო კავშირის EMS გაერთიანება 1999 წელს შეიქმნა. ორგანიზაცია მსოფლიოში ყველაზე დიდი საოპერაციო ქსელით არის წარმოდგენილი პრემიუმ კატეგორიის საერთაშორისო საფოსტო მომსახურების მიმართულებით. EMS კოოპერატივში გაერთიანებულია 180-ზე მეტი წევრი ქვეყანა, რომლებიც ერთობლივად ახორციელებენ EMS მომსახურების განვითარების და გამართული მუშაობის უზრუნველყოფას. ამასთანავე, EMS კოოპერატივი ხელს უწყობს მისი წევრი ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობას, რათა მომხმარებლებს გაუწიონ მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი საფოსტო სერვისი მსოფლიოს მასშტაბით. „საქართველოს ფოსტა“ 2001 წლიდან არის EMS გაერთიანების წევრი.
“საქართველოს ფოსტა” საქართველოს უმსხვილესი ეროვნული საფოსტო ოპერატორია, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. “საქართველოს ფოსტა” მთელი ქვეყნის მასშტაბით 81 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი. კომპანიის მიზანია მომხმარებელი უზრუნველყოს უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით. კომპანია ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რაც საშუალებას აძლევს მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოემსახუროს მომხმარებლებს და ხელმისაწვდომი გახადოს მაღალი ხარისხის მომსახურება.
(R)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: არსებობს მანიპულაცია ფაქტებით... მოვუწოდებ კომპანიას ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი