11.იანვარი.2019 17:49
ეკონომიკა

"საქართველოს ფოსტამ" საერთაშორისო შემომავალ საფოსტო გზავნილებზე საფასური დააწესა

"საქართველოს ფოსტამ" საერთაშორისო შემომავალ საფოსტო გზავნილებზე საფასური დააწესა
„საქართველოს ფოსტამ“ საერთაშორისო შემომავალ საფოსტო გზავნილებზე საფასური დააწესა.

როგორც BM.ge-ის საქართველოს ფოსტაში განუცხადეს, საქმე ეხება საფასურს, რომლის გადახდაც მომხმარებელს საერთაშორისო შემომავალი საფოსტო გზავნილების, საბაჟო კონტროლის გავლის მომსახურებისთვის მოუწევს.

“ეს წესი ძალაში 2019 წლის 3 იანვრიდან შევიდა. ესაა საფასური საერთაშორისო შემომავალი საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტროლის გავლის მომსახურებისთვის, რომლის ღირებულებაც განისაზღვრა 2 (ორი) ლარის ოდენობით”, - აცხადებენ საქართველოს ფოსტაში.

მათივე თქმით, ადრე მსგავსი ტიპის მომსახურება უფასო იყო, თუმცა საერთაშორისო რეგულაციები ფოსტას მსგავსი მომსახურების დანერგვას ავალდებულებს, რაც გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

“ეს არ შეეხება ყველა გზავნილს; საფასურის გადახდას ექვემდებარება მხოლოდ საერთაშორისო შემომავალი საფოსტო გზავნილები, რომელთა შიგთავსს წარმოადგენს საქონელი და იგზავნება მარტივი ან Express/Tracked კატეგორიის მცირე პაკეტის და საჰაერო ამანათის ფორმით. ასეთი გზავნილების კოდი იწყება ლათინური ასოებით U,L, C ან რიცხვით 03”, - აცხადებენ ფოსტაში.
ავტორი: თამუნა ქემერტელიძე

19.ივნისი.2019 21:00
45

გვანცა ჩხეიძე: “საქართველოს ალიანსს უსაფრთხო გზებისთვის” ვთხოვთ, ოფიციალურად მოგვმართოს

ვრცლად
19.ივნისი.2019 20:27
174

„პასუხისმგებლობა საკმაოდ მძიმდება“, - ილია წულაია კახა კალაძის ინიცატივას აფასებს

ვრცლად
19.ივნისი.2019 20:00
190

„მყიდველი არ კითხულობს რამდენად ჯდება ფართი K2 კოეფიციენტში ანუ ძალაუნებურად ტყუვდება“

ვრცლად
19.ივნისი.2019 19:35
150

გიორგი ჩოგოვაძე: თუ ბათუმში ახალი აეროპორტის აშენება საჭირო გახდება, ავაშენებთ

ვრცლად
19.ივნისი.2019 19:27
156

რა აფერხებს მეწარმეობის განვითარებას - სახელმწიფო მდივანი 3 მიზეზს ასახელებს

ვრცლად
19.ივნისი.2019 19:10
135

ბიტკოინის ფასი რეკორდულ ზრდას განაგრძობს

ვრცლად