12.ოქტომბერი .2020 14:10

“საქართველოს ფოსტის” სერვის-ცენტრებში “ბილაინის” აბონენტებს სიმ ბარათის აღდგენა შეუძლიათ

views 164
უკან

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი „ბილაინი”, განაგრძობს მომხმარებლებისთვის მომსახურების კიდევ უფრო გამარტივებას და სერვისებზე წვდომის გაფართოებას. როგორც bm.ge-ს კომპანიიდან აცნობეს, ამიერიდან, როგორც “ბილაინის” სიმ ბარათის შეძენა, ასევე სიმ ბარათის აღდგენა შესაძლებელია „საქართველოს ფოსტის“ 81 სერვისცენტრში, მთელი საქართველოს მასშტაბით. 

შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ აბონენტმა სიმ ბარათი დაკარგა ან დაუზიანდა, "ბილაინის" მაღაზიების გარდა, შეუძლია მიმართოს „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრებს შესაბამისი სერვისის მისაღებად. 

ინფორმაციისთვის, შპს „ვიონი საქართველო“ (ბრენდი „ბილაინი“) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო ჯგუფში „ვიონი“ (VEON) რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 210 მილიონ მომხმარებელზე მეტს, მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ხმოვან, ფიქსირებულ, დატა და ინტერნეტის მომსახურებას.

"ბილაინი" საქართველო ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G/LTE 800 MHz მომსახურებით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.beeline.ge; ინფორმაციისთვის „ვიონი“ ჯგუფის შესახებ, ეწვიეთ: www.veon.com.
(NS)

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა