მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს გავლით EU-თვის 24 მლრდ მ³ გაზის მიწოდება რეალისტურია - ენერგეტიკოსი

635bb9a62ffff
მარიამ ვარადაშვილი
29.10.22 11:42
1013
ენერგეტიკოსი არჩილ მამათელაშვილი გადაცემა “ანალიტიკაში” აცხადებს, რომ საქართველოს გავლით ევროპისთვის 20 მილიარდ კუბურ მეტზე მეტი გაზის მიწოდება რეალურია და აზერბაიჯანს ამის შესაძლებლობა აქვს.

საუბარია მიმდინარე წლის ივნისში ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის გაზის იმპორტის საკითხზე მიღწეულ შეთანხმებაზე, რომლითაც აზერბაიჯანმა 2027 წლისთვის წლიურად სულ მცირე 20 მილიარდი კუბური მეტის გაზის მიწოდება უნდა უზრუნველყოს.

“ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულებით აზერბაიჯანმა 2-2.5-ჯერ უნდა გაზარდოს გაზის მიწოდება. მიიჩნევენ, რომ დაახლოებით ოთხ წელში გატარებული გაზის მაქსიმალური მოცულობა დაახლოებით 24 მილიარდი კუბური მეტრი იქნება, რაც ნიშნავს იმას, რომ მაქსიმალური დატვირთვით ამუშავება ის გაზსადენიც, რომელიც საქართველოზე გადის. საუბარია ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე. როცა რუსული ბუნებრივი გაზის მიწოდება ევროპაში დაახლოებით 5-ჯერ არის შემცირებული, ევროპა მიწოდების სხვადასხვა წყაროს ეძებს. ბუნებრივი აირის საქართველოს გავლით ექსპორტი საკმაოდ რეალური და ევროპისთვის მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ეს 24 მილიარდი კუბური მეტრი კარგი დანამატი იქნება. მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ ევროპაში ბუნებრივი აირით ელექტროენერგიის წარმოება ძალიან შემცირებულია. ამის გამო გაამარტივეს განახლებადი ენერგიების სადგურების მშენებლობა, მათ შორის მზის, ქარისა და ჰიდროსადგურების”, - აცხადებს მამათელაშვილი.

აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში აზერბაიჯანიდან ევროპაში ექსპორტირებულია 8.3 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, მაშინ, როცა 2021 წელს ეს მაჩვენებელი 8.2 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენდა.