მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ჰესების გამომუშავება შემცირდა, რის გამოც იმპორტი გაიზარდა

5f4bff382bd26
შოთა ტყეშელაშვილი
31.08.20 00:00
1640
საქართველოში არსებული ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება შემცირებულია. ესკოს მონაცემებს თანახმად, 2020 წლის 7 თვის განმავლობაში ჰესებმა 5.3 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც 2019 წელთან შედარებით 7.7%-ით ნაკლებია.

შემცირებული გამომუშავება კი ქვეყნის ენერგეტიკულმა სისტემამ იმპორტის ზრდით დააბალანსა.  თუ 2019 წელს იმპორტის მოცულობა 716 მილიონ კილოვატ საათს შეადგენდა, 2020 წელს ის 788 მილიონ კილოვატ საათამდე გაიზარდა. 

ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია როგორც წესი გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში გადის, თუმცა მათი გამომუშავების შემცირების გამო, ექსპორტის მაჩვენებელიც შემცირებულია. 

ჯამურად წელს ელექტროენერგიის ექსპორტი 149 მილიონი კოლოვატ საათი იყო, ეს მაჩვენებელიც წლიურად 38%-ით არის შემცირებული.