18.მაისი.2017 19:37
ბიზნესი

საქართველოს ისტორიაში პირველად, ქართულმა ღვინომ ლონდონში პლატინის მედალი აიღო

საქართველოს ისტორიაში პირველად, ქართულმა ღვინომ ლონდონში პლატინის მედალი აიღო
საქართველოს ისტორიაში პირველად, ქართულმა ღვინომ ლონდონში გამართულ Decanter-ის დაჯილდოებაზე პლატინის მედალი აიღო. საუბარია კომპანია "მარანულის" მიერ წარმოებულ 2015 წლის "ოცხანურ საფერეზე".

ღვინომ "საუკეთესო ქართული წითელი ღვინის" კატეგორიაში უმაღლესი ჯილდო მოიპოვა. ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდა კომპანიის მიერ წარმოებული კიდევ ორი ღვინო: მუკუზანი და ქვევრის რქაწითელი.

"მარანულის" დამფუძნებელი გიორგი კილაძე "საქმის კურსთან" აცხადებს, რომ პლატინის ჯილდო Decanter-ის დაჯილდოებაზე იშვიათად გაიცემა. მაგალითად, 10 წლის განმავლობაში სულ გაცემულია 130 პლატინის ჯილდო, როდესაც ოქროს მედალი 16 ათასი ღვინისთვის აქვთ მინიჭებული.

"ეს არ არის მხოლოდ "მარანულის" გამარჯვება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ქართული ღვინის იმიჯისთვის. ეს ნიშნავს, რომ ქართული ღვინო აღიარებას იწყებს საერთაშორისო მასშტაბით",- ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

გიორგი კილაძის თქმით, ღვინოების შერჩევა ღვინის სპეციალისტების მიერ ბრმად, მხოლოდ გემოს მიხედვით ხდება. ამასთან, დაჯილდოების წესების მიხედვით, ერთი სახეობის ღვინო არ დარდება სხვა სახეობის ღვინოებს.

პლატინის მედლის მფლობელმა ქართულმა ღვინომ სპეციალისტების მხრიდან 100 ქულიდან 95 დაიმსახურა, მუკუზანმა 83, ქვევრის რქაწითელმა კი - 88 ქულა.

ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი

19.აპრილი.2019 20:00
263

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად
12.აპრილი.2019 19:45
377

პოლიეთილენის მწარმოებელი დანადგარისთვის აღებული სესხი – პარკი აიკრძალა, სესხი დარჩა

ვრცლად
03.აპრილი.2019 09:00
1022

"კუმისის" დამფუძნებელმა მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა

ვრცლად
02.აპრილი.2019 22:05
418

"კუმისის" დამფუძნებელი: ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს ბავშვობაში კვერცხის ჭამას აძალებდნენ

ვრცლად
02.აპრილი.2019 21:20
1123

პარიზში ქართველი ქალი მეღვინეების ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა

ვრცლად
30.მარტი.2019 17:50
277

ბეჟან წაქაძე: ყველა სამშენებლო პროექტს ფინანსური უზრუნველყოფის ცნობა უნდა ჰქონდეს

ვრცლად