პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ირწმუნება, რომ ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მზად, კორონავირუსის კლინიკურად მართვისთვის.
როგორც გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, ახლა ქვეყანა გადასულია ვირუსის სწრაფი გამოვლენის და გავრცელების შენელების ეტაპზე, რაც გულისხმობს დაავადების კლინიკურ ეტაპს(მკურნალობას) და ადამიანის სწრაფ დაბრუნებას ცხოვრების ნორმალურ რიტმში.
„დღეის მდგომარეობით, სრულად მუშაობს ცხელების ცენტრები, რომლებიც ვირუსის გამოვლენაში მონაწილეობენ, ეფექტურად მუშაობს 112-ის სისტემა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების პირველივე ზარზე რეაგირებს და მათ აგზავნის ჩვენებების შესაბამისად სხვადასხვა მიმართულებით. ეფექტურად მუშაობს სწრაფი კონტაქტების დადგენის სისტემა, ეფექტურია საკარანტინე სისტემა და რაც მთავარია, ყველა ამ სისტემის შემდგომ ეფექტურად მუშაობს ტესტირება“, - განაცხადა გიორგი გახარია.
პრემიერის თქმით, ვირუსი არსად წასულა და მოქალაქეებმა რეკომენდაციები უნდა დაიცვან.
„საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ბევრ განვითარებულ ქვეყანასთან შედარებით სუსტია, მაგრამ ამ შემთხვევაში საკმაოდ კარგად გაუმკლავდა გამოწვევას. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ 6 თვეში სისტემა რადიკალურად შეიცვალა, უნდა ვიყოთ მზად, რომ წესების დაცვით, მაგრამ არა შეზღუდვებით, ხელი უნდა შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას“, - აღნიშნა პრემიერმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა