21.ოქტომბერი .2021 20:55

“საქართველოს კაპიტალი” ჯიპისი/ფარმადეპოს ქსელის 100%-იანი მფლობელი გახდება

“საქართველოს კაპიტალი” ჯიპისი/ფარმადეპოს ქსელის 100%-იანი მფლობელი გახდება
views 1683
უკან

საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგი “საქართველოს კაპიტალი” ფარმაცევტული ქსელის “გეფას”, ანუ “ჯიპისისა” და “ფარმადეპოს” 100%-იანი წილის მფლობელი გახდება. აქამდე "საქართველოს კაპიტალში" შემავალი "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" (GHG) ფარმაცევტული ქსელის 67%-იან წილს ფლობდა, ხოლო 33%-იანი წილის მესაკუთრეები კი ბიზნესმენები ენრიკო ბერიძე (28%) და მიხეილ აბრამიძე (5%) იყვნენ.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბიზნესმენთაგან წილის გამოსყიდვა 6 საფეხურად განხორციელდება და ის 2027 წელს დასრულდება.

“გეფა” საქართველოს მასშტაბით 300-მდე აფთიაქით ოპერირებს, რითიც ქვეყანაში #1 ადგილს იკავებს. კომპანიამ 2020 წელს 679.5 მილიონი ლარის შემოსავალი გამოიმუშავა, რაც წინა წელთან შედარებით 10.5%-ით მეტი იყო.

2020 წელს კომპანიის წმინდა მოგება 32.5 მილიონი ლარი იყო.

2021 წლის პირველ ნახევარში კი “გეფას” ჯამურმა შემოსავალმა 372.8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 16.9%-ით მეტია.

ფარმაცევტული ქსელების გაერთიანების ისტორია:

"2016 წლის 4 მაისს, სს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა (შემდგომში „მშობელი კომპანია“) შეიძინა ჯიპისის აქციონერებისაგან სრული აქციების 100% წილი. 2017 წლის 4 იანვარს "ჯიპისიმ" გადაირქვა სახელი სს "გეფად". 2017 წლის 6 იანვარს, "გეფამ" შეიძინა სს "ეი-ბი-სი" ფარმაციის (შემდგომში „ეიბისი“) მთლიანი აქციების 67%. 2017 წლის 5 მაისს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, განხორციელდა "გეფასა" და "ეიბისის" შერწყმა, რის შედეგადაც გეფა გახდა ჯიპისისა და ეიბისის სამართალმემკვიდრე,"- ნათქვამია კომპანიის ფინანსურ ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა