მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს კაპიტალმა" RP Global-ისგან "საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიაში" წილი გამოისყიდა

5e54f03e41e37
შოთა ტყეშელაშვილი
25.02.20 14:13
1265
დღეს ლონდონის საფონდო ბირჟაზე "საქართველოს კაპიტალმა" (CGEO) ენერგეტიკის სფეროში მომუშავე შვილობილ კომპანიაში - "საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიაში" წილების გამოსყიდვის შესახებ გაავრცელა განცხადება.

ტრანზაქციის შედეგად, "საქართველოს კაპიტალმა" ავსტრიული ენერგოკომპანია RP Global-ისგან $13.8 მილიონად გამოისყიდა 34.4%-იანი წილი "საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიაში". RP Global-ი კომპანიაში მინორიტარი აქციონერის პოზიციას უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში იკავებდა. 

გარიგების შედეგად, "საქართველოს კაპიტალი" "საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიის" 100%-იანი წილის მფლობელი გახდება.

თავის მხრივ, "საქართველოს განახლებადი ენერგიის" კომპანია ჰიდროელექტროსადგურების, მზის და ქარის სადგურების განვითარების პროექტებს ამუშავებს. მათ შორისაა მესტიაჭალაჰესი და ქართლის ქარის ელექტროსადგურს, რომელიც კომპანიამ პრივატიზების შედეგად 2019 წელს შეიძინა. კომპანია მომდევნო წლებში საკუთარი დადგმული სიმძლავრის 350 მეგავატამდე გაზრდას გეგმავს. 

ტრანზაქციასთან დაკავშირებით, CGEO-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა განაცხადა, რომ გამოსყიდვის შემდგომ კომპანიას ექნება მეტი მოქნოლობა, რათა დასახული მიზნები განახორციელოს.

CGEO ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული ჰოლდინგური კომპანიაა. კომპანიის პორტფელში სხვა ბიზნესებთან ერთად შედის ისეთი კომპანიები, როგორიცაა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", მ2 (m2 real estate), "თელიანი ველი", "ალდაგი". ამასთანავე, კომპანია ფლობს წილებს ლონდონის ბირჟაზე პრემიუმ სეგმენტში დალისტული კომპანიაში საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში (GHG), რომელიც თავის მხრივ, აერთიანებს "ფარმადეპოსა" და "ჯიპისის" აფთიაქების ქსელსა და კლინიკებს.