სახელმწიფო პროგრამის “გადაიღე საქართველოში” ფარგლებში, 2022 წლის ივნისში განხორციელდა სამუშაო ვიზიტი ჰოლივუდში. 6 ქართული საპროდუსერო კომპანიის წარმომადგენელი მსოფლიო კინოინდუსტრიის წამყვან კომპანიებს შეხვდა. მათ ასევე მონაწილეობა მიიღეს ამერიკელ პროდუსერთა გილდიის შექმნილ პრესტიჟულ ღონისძიებაზე - Produced By Conference.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი ქართულ საპროდუსერო კომპანიებთან ერთად პირადად შეხვდა მსოფლიოს ლიდერ ფილმის მწარმოებელ კომპანიებს - Universal Pictures, HBO, Warner Bro, Disney, Paramount, Lionsgate და 20th Century Studios. მხარეებმა განიხილეს კინოინდუსტრიაში არსებული ტენდენციები და რელევანტური საჯარო-კერძო პარტნიორობები.
USAID Economic Security Program-ის მხარდაჭერით კი გაიმართა ღონისძიება, რომელსაც დაესწრნენ საერთაშორისო პროდუსერები და ლოკაციების მენეჯერები. მათ შორის, რამდენიმე ამერიკელ წარმომადგენელს საქართველო უკვე აღმოჩენილი ჰქონდა, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ დაორგანიზებული გაცნობითი (FAM) ტურების ფარგლებში.
აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ამერიკული კინო ინდუსტრიის ის წარმომადგენლები, რომლებიც სწორად ახლა განიხილავენ საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გადასაღებ მოედანს.
მათი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად კი დაიგეგმა შემდეგი FAM ტური საქართველოში. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კონკრეტული პროექტებისთვის შესაფერისი ლოკაციების მომზადებისა და ბიუჯეტირების პროცესები.
(NS)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი