მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს კითხვარზე დასკვნა ევროკომისიას შემდეგ თვეში ექნება - ჰარცელი

6278f3d24fa65
BM.GE
09.05.22 15:10
671
ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოს მიერ EU კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემასთან და ევროკომისიის მიერ პირველი შეფასების მომზადებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. ელჩი ამბობს, რომ ამ დროისთვის არ იცის ზუსტი დრო, როდის გადასცემს მას მთავრობა კითხვარის მეორე ნაწილს. ევროკომისიის პოზიციასთან დაკავშირებით, კი დიპლომატი აცხადებს, რომ პირველადი დასკვნა EU-ს შემდეგ თვეში ექნება. 

“ჩვენ ველოდებით ამ კითხვარის მეორე ნაწილს. ჯერჯერობით, არ ვიცით როდის მოხდება მისი გადმოცემა. უკეთესია, ეს თავად საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს ჰკითხოთ.

რაც შეეხება პროცესს, მას შემდეგ, რაც ჩვენ კითხვარებს მივიღებთ, გადავცემთ ევროკომისიას, რათა მან თავისი დასკვნა გამოიტანოს და შემდეგ გადასცეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს იმისთვის, რომ საბჭომ თავისი გადაწყვეტილება გამოიტანოს. ეს ძალიან დელიკატური კითხვაა და ფრთხილად უნდა ვიყოთ შეფასებებში; შემიძლია გითხრათ, რომ შემდეგ თვეში ეს დასკვნა გვექნება მიღებული და სანამ დასკვნას არ მივიღებთ, ჯერჯერობით, ვერანაირი კომენტარის გაკეთება არ შემიძლია", - აცხადებს კარლ ჰარცელი. 

როგორც გასულ კვირაში საქართველოს მთავრობამ განაცხადა, კითხვარის მეორე ნაწილს ევროკავშირს 10 მაისს გადასცემენ.