მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს კომერციული ბანკების აქტივები 45.8 მილიარდ ლარამდე გაიზარდა

5db2ae2fd05bd
შოთა ტყეშელაშვილი
25.10.19 12:00
870
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების ფინანსური მდგომარეობის შესახებ გამოაქვეყნა მიმოხილვა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 854.3 მლნ ლარით, ანუ 1.9%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.7%-ით) და 2019 წლის პირველი ოქტომბრისათვის 45.8 მლრდ ლარი შეადგინა. 

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.5 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12%-ია. 

2019 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.