მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს კომერციული ბანკების აქტივები 46.23 მილიარდამდე გაიზარდა

5e7b3fbf86d0b
BM.GE
25.03.20 15:45
1224
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს ქვეყნის კომერციული ბანკების აქტივების, დეპოზიტებისა და კრედიტების შესახებ გამოაქვეყნა მიმოხილვა. პირველი მარტის მდგომარეობით, ჯამში ქართულ საფინანსო სექტორში არსებული 15 ბანკის კაპიტალის ერთობლივი მოცულობა 46.23 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე წინა თვესთან შედარებით 1.41 პროცენტული პუნქტით მეტია. 

"2020 წლის პირველი მარტის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 428.46 მლნ ლარით, ანუ 0.92 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.41 პროცენტით გაიზარდა) და 2020 წლის პირველი მარტისათვის 46.23 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.95 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.88 პროცენტია,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიმოხილვაში. 

რაც შეეხება ბანკების მიერ გაცემულ კრედიტებს მისი მოცულობა 31.6 მილიარდ ლარს შეადგენს, სადაც ლარიზაციის მაჩვენებელი 45.47%-ია.