მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს კომერციული ბანკების აქტივები 47.2 მილიარდ ლარამდე გაიზარდა

5e2ef30ccedf5
შოთა ტყეშელაშვილი
27.01.20 19:05
956
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, ქვეყნის საბანკო სექტორის აქტივების მთლიანი ზომა 47.2 მილიარდ ლარს შეადგენს. 

"დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 721.8 მლნ ლარით, ანუ 1.6 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.4 პროცენტით) და 2020 წლის პირველი იანვრისათვის 47.2 მლრდ ლარი შეადგინა. 

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.7 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.2 პროცენტია,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიმოხილვაში. 

დღეისთვის საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.