მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა

6054950aef514
BM.GE
19.03.21 16:11
4012
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, პრემიერ-მინისტრის ბრძანების შესაბამისად, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი დღეს მოაწერა, თეა წულუკიანი მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას 22 მარტიდან შეუდგება.

პრემიერ-მინისტრის ბრძანებითვე, მიხეილ ჩხენკელი, დღეიდან, დანიშნულია განათლებისა და მეცნიერების მინისტრად.

შეგახსენებთ, რომ კულტურის სამინისტროს აღდგენის გადაწყვეტილებას პარლამენტმა მხარი რამდენიმე კვირის წინ დაუჭირა.