15.იანვარი .2022 16:06

საქართველოს ლოკოკინის ექსპორტი უკვე ევროკავშირშიც შეეძლება

საქართველოს ლოკოკინის ექსპორტი უკვე ევროკავშირშიც შეეძლება
views 1238
უკან

საქართველოს ლოკოკინების ექსპროტზე გატანა უკვე ევროკავშირის ქვეყნებშიც შეუძლია. ამის შესახებ ინფორმაციას, ლოკოკინების მწარმოებელი იტალიური კომპანია “კერასკო” (Istituto Internazionale di Elicicoltura di Cherasco) ავრცელებს, რომელიც 2021 წლიდან საქართველოს ბაზარზეც ოპერიებს და ფერმერებში ლოკოკინის წარმოების მეთოდს ნერგავს, შემდგომ კი პროდუქტის რეალიზაციას უზრუნველყოფს.

როგორც “კერასკოს” გაყიდვების უფროსი ლაშა რობაქიძე bm.ge-სთან განმარტავს, ექსპორტის საკითხზე ევროკავშირთან მუშაობა 2021 წლის აგვისტოდან დაიწყეს, პასუხად კი მიიღეს ის, რომ საქართველო შუამავალი ქვეყნების დახმარების გარეშე, ცოცხალ ლოკოკინას როგორც ადამიანის საკვები მოხმარების პროდუქტს, ისე გაიტანს.

მისივე თქმით, ეს კომპანია “კერასკოს” და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მოხდა.

“აქამდე ლოკოკინის გატანა ყველა სხვა ქვეყანაში იყო შესაძლებელი, თუმცა ფერმერებისთვის პრიორიტეტი ევროკავშირის ქვეყნებია, რადგან ლოკოკინის მოხმარების კუთხით, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია და  ევროპის სხვა ქვეყნები მოწინავე ადგილზე არიან. მიმდინარე წლიდან უკვე ევროკავშირის ბაზრის ათვისება ყველა იმ კომპანიას შეეძლება, რომელიც ლოკოკინას ყველა არსებული რეგულაციის დაცვით აწარმოებს.

სფეროს განვითარებისთვის ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა, რადგან საქართველოში უფრო აქტიურად დაიწყებენ ლოკოკინების მურნეობის გაშენებას, შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები, რაც დადებითად აისახება ქართულ ეკონომიკაზე” - აღნიშნავს ლაშა რობაქიძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა