მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ეთიკის კომისიის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა

615589dfc7d3d
BM.GE
30.09.21 13:57
960
2021 წლის 29 სექტემებრს, სასტუმრო სტამბაში სსიპ ,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ეთიკის კომისიის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც მხარდაჭერილი იყო ევროკავშირისა (EU) და გაეროს (UNDP) განვითარების პროგრამის მიერ.

ღონისძიება გახსნა ასოციაციის თავმჯდომარემ - ირაკლი ყანდაშვილმა და დამსწრე საზოგადოებას ახლად არჩეული ეთიკის კომისიის პირველი თავმჯდომარე - სოფიო დუღაშვილი წარუდგინა.

სოფიო დუღაშვილი პროფესიით არის იურისტი, 2017 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სერთიფიცირებული სასამართლო მედიატორი, სსიპ "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელი წევრი მედიატორი და ეწევა აკადემიურ საქმიანობას ევროპისა და ღია უნივერსიტეტებში მოწვეული ლექტორის რანგში. ამასთან, სოფიო ამჟამად ხელმძღვანელობს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს "მისო ევრო კრედიტი“-ს კორპორატიულ იურიდიულ მიმართულებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ევროკრედიტსა“ და სსიპ "საქართველოს მედიატორთა ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემონადუმის ფარგლებში, საფინანსო ინსტიტუტებს შორის "ევროკრედიტი“ იყო პირველი ორგანიზაცია, რომელმაც პორტფელის მართვის სისტემაში მედიაციის მექანიზმი დანერგა.

მედიატორთა ეთიკის ერთიანი სტანდარტის ერთგვაროვან გამოყენებაზე, აგრეთვე მისი დარღვევის შემთხვევაში, მედიატორის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებაზე უფლებამოსილია მედიატორთა ეთიკის კომისია. ასოციაციის ისტორიაში პირველად, შედგა ეთიკის კომისიის წევრთა არჩევნები და დამტკიცდა ეთიკის კოდექსთან ერთად მედიატორთა დისციპლინური საქმისწარმოების დებულება.


ღონისძიებაზე მოწვეული იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს - დამოუკიდებელი ინსპექტორი ზურაბ აზნაურაშვილი, რომელმაც მსგავსი რგოლების ინსიტუციურ თანამშრომლობასა და მის პრაქტიკულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

პრეზენტაციის დასასრულს გაიმართა მომერანდუმის ხელმოწერის ცერემონია, კერძოდ სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ეთიკის კომისიამ, სსიპ "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან და ა(ა)იპ "სააქართველოს არბიტრთა ასოციაციასთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობას პროფესიულ ეთიკურ სტანდარტებსა და დისციპლინურ საქმისწარმოებასთან დაკავშირებით. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სსიპ “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ - სოფიო დუღაშვილმა და სსიპ "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა“ და ა(ა)იპ "სააქართველოს არბიტრთა ასოციაციის“ ეთიკის კომისიის თავმჯდომარეებმა.
#მედიაცია #სოფიო დუღაშვილი #ევროკრედიტი

(R)