მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მობილური ოპერატორების რეიტინგი შემოსავლის მიხედვით

5f402ee95d6c4
შოთა ტყეშელაშვილი
22.08.20 00:08
3186
2020 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოს მოსახლეობამ მობილურ კავშირგაბმულობაზე 191.2 მილიონი ლარი დახარჯა. ეს 2019 წელთან შედარებით 1%-ით ნაკლებია. კომუნიკაციების კომისიის ანგარიში აჩვენებს, რომ ამ სფეროს შემოსავლებზე COVID-19-ის კრიზისს მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია.

აბონენტების რაოდენობით პირველ ადგილზე კვლავ მაგთია, შესაბამისად შემოსავლებშიც "მაგთიკომი" ლიდერობს. 

აბონენტების მიხედვით ოპერატორების რეიტინგი (2020 წლის მაისის მდგომარეობით):

მაგთიკომი - 1,897,714 აბონენტი;
სილქნეტი - 1,636,345 აბონენტი;
ვიონი საქართველო - 1,209,490 აბონენტი.

შემოსავლების მიხედვით ოპერატორების რეიგტინგი (2020 წლის 5 თვე):

მაგთიკომი 86,539,118.48 ლარი, კლება წინა წელთან -4.57%;
სილქნეტი 69,454,751 ლარი, ზრდა წინა წელთან 1.98%;
ვიონი საქართველო 35,173,862 ლარი, ზრდა წინა წელთან 2.95%.

კომუნიკაციების სექტორში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრია ARPU, რაც ერთი მომხმარებლიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავლის მაჩვენებელს ასახავს. ამ მხრივ პირველ ადგილზე არის მაგთი, რომელიც ერთი აბონენტიდან საშუალოდ თვეში 8.77 ლარს იღებს. 

ერთი აბონენტისგან თვის განმავლობაში მიღებული თანხა (ARPU) ოპერატორების მიხედვით:

მაგთიკომი - 8.77 ლარი;
სილქნეტი - 8.12 ლარი;
ვიონი საქართველო - 5.64 ლარი;

შესაბამისად, ვიონი საქართველო როგორც აბონენტების მიხედვით არის ბოლო ადგილზე, ასევე ერთი აბონენტიდან მიღებული შემოსავლითაც, რის გამოც მისი შემოსავალი ბაზრის ლიდერის მაჩვენებელთან შედარებით ორჯერ ნაკლებია.