მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში ვიზიტის შემდგომ დაბრუნებისას კარანტინს გაივლიან

5f05771be1e65
ინგა მურუსიძე
08.07.20 11:25
1466
საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში ნებისმიერი მიზნით ვიზიტის შემდგომ, სამშობლოში დაბრუნებისას 14-დღიან კარანტინს გაივლიან, - აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის უწყებათშორისმა საბჭომ მიიღო.

"რაც შეეხებათ საქართველოს მოქალაქეებს, ევროკავშირის ქვეყნებში ნებისმიერი მიზნით ვიზიტის შემდგომ, სამშობლოში უკან დაბრუნებისას გაივლიან სავალდებულო 14-დღიან კარანტინს. მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა ასევე გაითვალისწინონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზემოთ ჩამოთვლილი მიდგომები საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით", - განაცხადა პრემიერის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა.