მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში შემოსვლას მხოლოდ PCR-ტესტის საფუძველზე შეძლებენ

5f8ea61e044e3
BM.GE
20.10.20 12:54
1055
უახლოეს ხანში ძალაში შევა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ, ქვეყანაში შემოვიდნენ მხოლოდ და მხოლოდ ვალიდური „პისიარ ტესტებით“ სავალდებულო კარანტინის აუცილებელი მოთხოვნის გარეშე. ანუ მათ შეეძლებათ შემოვიდნენ პისიარ-ლაბორატორიების უარყოფითი ტესტებით და შემდეგ გადაინაცვლონ თვითიზოლაციაში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მომზადებულია მთავრობის გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უახლოეს პერიოდში შევა ძალაში და საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ მხოლოდ და მხოლოდ ვალიდური პისიარ ტესტის ცნობით შემოვიდნენ ქვეყანაში.

მინისტრის განცხადებით, ესეც საკმაოდ დადებითი ცვლილებაა იმ თვალსაზრისით, რომ უფრო მეტად გააქტიურდება თუნდაც ბიზნესი და საქმიანი ვიზიტები საქართველოში.

„მთავარია ის, რომ სავალდებულო კარანტინი ადამიანის სურვილით შეიძლება ჩანაცვლდეს პისიარ ტესტით. თუ ვინმეს არ აქვს შესაძლებლობა მოიპოვოს აღნიშნული ტესტი, რა თქმა უნდა, ჩვენ მათ კვლავაც უფასოდ მოვემსახურებით კარანტინებით“, - აღნიშნა მინისტრმა.