16.მარტი .2020 16:46

საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას „საქართველოს ავიახაზებით“ ან „თურქეთის ავიახაზებით“ შეძლებენ

views 239
უკან

ხვალ ღამით, 18 მარტის 00:00 საათზე უცხო ქვეყნის მოქალაექებისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლა იკრძალება.

როგორც პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც ექნებათ სურვილი, დაბრუნდნენ სამშობლოში, ექნებათ საშუალება, გამოიყენონ ავიარეისები, რომელსაც ახორციელებს „საქართველოს ავიახაზები“ ან “თურქეთის ავიახაზები“.

„როგორც იცით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ზურაბ აბაშიძე ესაუბრა რუსეთის წარმომადგენლებს და რუსეთთან მიმართებაში ეს შეზღუდვა უკვე დღეიდან ძალაშია. საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც სურვილი აქვთ, დაბრუნდნენ სამშობლოში, ექნებათ საშუალება, გამოიყენონ ის ავიარეისები, რომელსაც ახორციელებს „საქართველოს ავიახაზები“. ასევე, საქართველოში შემოსვლის შესაძლებლობა ექნებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც არიან ჩვენი თანამოქალაქეების უშუალო ოჯახის წევრები“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.