მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად დამატებით 2 ავიარეისი დაინიშნა - ფრენების განრიგი

5e94509f7292a
ვიქტორია მღებრიშვილი
13.04.20 15:52
1272
დღეს საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანისთვის არსებულ ფრენებს დამატებით 2 ახალი მიმართულება დაემატება - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, ფრენები მადრიდისა და პრაღის მიმართულებით, 30 აპრილს და 2 მაისს შესრულდება.

„დღევანდელ საბჭოზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ კიდევ ორი ახალი მიმართულება დაემატოს. მინდა, საზოგადოებას ვაუწყო, რომ 30 აპრილს განხორციელდება ახალი რეისი თბილისი-მადრიდი-თბილისის მიმართულებით და ხოლო 2 მაისს განხორციელდება რეისი თბილისი-პრაღა-თბილისის მიმერთულებით“, - განაცხადა მინისტრმა.

დღეს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად ფრენების განრიგი შემდეგნაირად გამოიყურება:

14 აპრილს - თბილისი-ამსტერდამი-თბილისი;
16 აპრილს - თბილისი - პარიზი-თბილისი;
18 აპრილს - თბილისი - თელ-ავივი - თბილისი;
19 აპრილს - თბილისი - რომი - თბილისი;
24 აპრილს - თბილისი - ბარსელონა - თბილისი;
27 აპრილს - თბილისი - ვარშავა - თბილისი;
30 აპრილი - თბილისი - მადრიდი -თბილისი;
2 მაისი - თბილისი - პრაღა - თბილისი.