მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების პროცესის დაჩქარებაზე ისრაელის პრეზიდენტისგან თანხმობაა

5e288275aa0dd
ინგა მურუსიძე
22.01.20 23:45
543
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს რუვენ რივლინს შეხვდა.

როგორც bm.ge-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს რუვენ რივლინს ცირკულარული მიგრაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების დაჩქარება სთხოვა და აღნიშნა, რომ ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ლეგალურად დასაქმების პროცესის დაწყების შესაძლებლობას მისცემს, ხელს შეუწყობს საქართველოდან არალეგალური ნაკადის შემცირებას.

ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ელჩის ლაშა ჟვანიას განცხადებით, ცირკულარული მიგრაციის შესახებ ხელშეკრულების პროექტი პრაქტიკულად მზადაა, თუმცა მის ხელმოწერას საპარლამენტო არჩევნების პროცესმა შეუშალა ხელი. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება დაეხმარება ასევე ისრაელს საზღვარზე, აეროპორტებში შექმნილი ვითარების დარეგულირებაში, რადგან ბოლო წლებში ხშირია შემთხვევები, როცა ხდება საქართველოს და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების დეპორტაცია.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის პრეზიდენტისგან აღნიშნული ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესის დაჩქარებაზე თანხმობა მიიღო.