მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მოქალაქეებს ჩრდილოეთ მაკედონიაში უვიზოდ მოგზაურობა შეეძლებათ

6099232813654
ინგა მურუსიძე
10.05.21 16:27
3255
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას "საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, „საქართველოს მთავრობასა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება მიზნად ისახავს ორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ურთიერთმიმოსვლის ხელსაყრელი პირობების შემოღებას.

"შეთანხმება ითვალისწინებს ბიომეტრიული პასპორტის მქონე პირთათვის ვიზის გარეშე ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის, გაჩერებისა თუ ტრანზიტული გადაადგილების უფლების მინიჭებას", - განმარტავენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.