09.დეკემბერი .2022 13:03

საქართველოს მოსახლეობა სწავლაზე დღეში საშუალოდ 18 წუთს ხარჯავს - საქსტატი

საქართველოს მოსახლეობა სწავლაზე დღეში საშუალოდ 18 წუთს ხარჯავს - საქსტატი
views 1122
უკან

საქსტატმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით 2020-2021 წლებში დროის გამოყენების გამოკვლევა პირველად ჩაატარა. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა დღე-ღამეში საშუალოდ 11.7 საათს ხარჯავს საკუთარ თავზე ზრუნვასა და მოვლაზე, 4.2 საათს - კულტურულ, დასვენების, სპორტულ და მასმედიასთან დაკავშირებულ აქტივობებზე, 2.6 საათს - დასაქმებასა და მასთან დაკავშირებულ აქტივობებზე.

კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა სწავლაზე დღეში საშუალოდ 0.3 საათს ხარჯავს. სწავლაში ჩართული მოსახლეობა კი ამ აქტივობაზე დღეში საშუალოდ 4.8 საათს ხარჯავს. ეს მაჩვენებელი ქალებისთვის 4.5 საათს, ხოლო კაცებისთვის 4.7 საათს შეადგენს. როგორც ქალების, ასევე კაცების შემთხვევაში, სწავლაზე დახარჯული საშუალო დრო ასაკის მატებასთან ერთად მცირდება.

საქართველოს მოსახლეობა სწავლაზე დღეში საშუალოდ 0.3 საათს ხარჯავს. სწავლაში ჩართული მოსახლეობა ამ აქტივობაზე დღეში საშუალოდ 4.8 საათს ხარჯავს. ეს მაჩვენებელი ქალებისთვის 4.5 საათს, ხოლო კაცებისთვის 4.7 საათს შეადგენს. როგორც ქალების, ასევე კაცების შემთხვევაში, სწავლაზე დახარჯული საშუალო დრო ასაკის მატებასთან ერთად მკვეთრად მცირდება.

კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა კულტურულ, დასვენების, სპორტულ და მასმედიასთან დაკავშირებულ აქტივობებზე დღეში საშუალოდ 4.2 საათს ხარჯავს. ქალები ამ აქტივობებზე დღეში საშუალოდ 3.9 საათს ხარჯავენ, რაც 0.9 საათით ჩამორჩება კაცების ანალოგიურ მაჩვენებელს (4.7 საათი).

საკუთარ თავზე ზრუნვასა და თავის მოვლასთან დაკავშირებული აქტივობებიდან ყველაზე მეტი დრო ძილს და მასთან დაკავშირებულ აქტივობებს ეთმობა. ქალების შემთხვევაში ეს მაჩვენებლი 9.1 საათია, ხოლო კაცების შემთხვევაში 9.0 საათი. საკვებისა და სასმელის მიღებას ქალები 1.5 საათს, ხოლო კაცები 1.6 საათს უთმობენ. პირადი ჰიგიენისა და თავის მოვლის აქტივობებზე დახარჯული დრო კი ორივე სქესისთვის ერთნაირია და 1 საათს შეადგენს.

რაც შეეხება ბავშვზე ზრუნვას, ბავშვზე ზრუნვასთან დაკავშირებულ აქტივობებში ჩართულია საქართველოში მცხოვრები დედების 80.2%, რაც 2.1-ჯერ აღემატება მამების ანალოგიურ მაჩვენებელს (37.6%).

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა