მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე 200 ლარით შემცირდა

5f64673fa1c16
შოთა ტყეშელაშვილი
18.09.20 12:10
977
მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ მოსახლეზე შემცირდა, საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის მეორე კვარტალში ეს მაჩვენებელი 3,016 ლარს შეადგენდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 200 ლარით ნაკლებია. ერთ მოსახლეზე მშპ-ის ოდენობის კლება მეორე კვარტალში 12.3%-იანი რეცესიით არის განპირობებული. საქსტატის ინფორმაციით, ეკონომიკის ცალკეულ სექტორებში ვარდნა 20%-საც აჭარბებს, მათ შორისაა ტურიზმი, რომლის შემოსავალიც 40%-ით არის შემცირებული. 

საქსტატის შეფასებითვე, 2020 წლის 7 თვეში ქვეყანაში ეკონომიკურმა ვარდნამ 5.7% შეადგინა.

სექტორული ეკონომიკური ზრდის/ვარდნის მაჩვენებლები ასეთია:

  • სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - ზრდა 4.7%;
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა - ზრდა 6.4%;
  • დამამუშავებელი მრეწველობა - კლება -12.1%;
  • ენერგეტიკა - კლება -3.8%;
  • წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - კლება -13.8%;
  • მშენებლობა - კლება - 24.5%;
  • საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - კლება - 13.2%;
  • ტრანსპორტი და დასაწყობება - კლება -22.6%;
  • ტურიზმი - განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - კლება -40%;
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - კლება -14.7%;
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - კლება -15.5%;
  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - კლება -1%;
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - კლება - 28.8%;
  • განათლება - ზრდა 11.7%;
  • ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - ზრდა 14.3%;
  • ხელოვნება, გართობა და დასვენება - კლება -24.1%;
  • სხვა სახის მომსახურება - კლება - 32.8%. 

საქსტატის ინფორმაციით, ამ პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (14.6 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (12.7 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (10.2 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (9.9 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (7.5 პროცენტი), მშენებლობა (6.8 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.1 პროცენტი), განათლება (5.6 პროცენტი).