მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მშპ-ის 11% აკლდება იმის გამო, რომ ქალები მეწარმეები არ არიან - მაკა ბოჭორიშვილი

62e6740595cd1
BM.GE
31.07.22 22:11
5155
ბიზნესში ქალების ჩართულობის დონე საკმაოდ დაბალია, რის გამოც, საქართველო მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 11%-ის კარგავს - ამბობს "თიბისის" გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების კოორდინატორი, მაკა ბოჭორიშვილი.

„საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტს მინიმუმ 11% აკლდება იმის გამო, რომ ქალები არ არიან ან დასაქმებულები ან მეწარმეები. ჩვენს ქვეყანას არ აქვს იმის უფლება და ფუფუნება, რომ ეს დააკლდეს.

მსოფლიოში კი ეს ეფექტი კიდევ უფრო დიდია - დაახლოებით $26 ტრილიონზეა საუბარი“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

TBC Concept-ის ფორმატში BMG-ისთან საუბრის, მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ფინანსურ სერვისებთან ხელმისაწვდომობაში სხვადასხვა ბარიერები არსებობს, ამ საკითხებთან დაკავშირებით კი "თიბისი" აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ქმნის ისეთ პროდუქტებს, რომლებიც ქალებს სამეწარმეო საქმიანობას უმარტივებს.