2018 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზომამ 41.1 მილიარდი ლარი შეადგინა. უახლოეს მომავალში შეიძლება გაირკვეს, რომ რეალურად საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა გასულ წელს არა- 41.1 მილიარდი, არამედ უფრო დიდი რიცხვი იყო, ამის მიზეზი კი, ახალი მეთოდოლოგიაა.
2019 წლის 15 ნოემბრიდან საქსტატი ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ სტანდარტებზე SNA 2008-ზე გადადის. დღემდე ორგანიზაცია ერთი საფეხურით უფრო ძველი მეთოდოლოგიით - SNA 1993-ით ხელმძღვანელობდა. ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლა ეროვნულ ანგარიშებში მთელ რიგ ცვლილებებს გამოიწვევს, მათ შორისაა დაუკვირვებადი ეკონომიკის მასშტაბის შეფასება, მონაცემთა წყაროს გაუმჯობესება და სხვადასახვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაადაანგარიშება.
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე bm.ge-ისთან ამბობს, რომ ახალი მეთოდოლოგიის პირობებში, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზომა, სავარაუდოდ, გაიზრდება. თუმცა ის ზრდის კონკრეტულ მოცულობას ვერ ასახელებს.
თოდრაძის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებში ეკონომიკის ზომის ახალი მეთოდოლოგიით გადაანგარიშების შედეგად მშპ-ის ზომა 3%-დან 7%-მდე გაიზარდა, სომხეთში ეს ზრდა 6.6%, უკრაინაში - 3.6%, ხოლო მოლდოვაში კი, 18.8% იყო.
"აღნიშნული ქვეყნები [თურქეთი და სომხეთი] ახალ მეთოდოლოგიაზე გადავიდნენ 2014 და 2015 წლებში. მაგალითად, სომხეთში მთლიანი შიდა პროდუქტის დონე გაიზარდა 6.6%-ით, უკრაინაში 3.6%-ით, ბელორუსში 0.6%-ით. თურქეთში უმნიშვნელოდ გაიზარდა, 0.1%-ით, მაგრამ 18.8%-ით გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტის ზომა მოლდოვაში… თქვენ გაინტერესებთ ძირითადად სხვაობა ძველსა და ახალ მეთოდოლოგიებს შორის. ეს დაკავშირებულია უპირველეს ყოვლისა ფინანსური შუამავლობის მომსახურების არაპირდაპირი შეფასების ცვლილებასთან, გარდა ამისა საკუთარი საცხოვრისის პირობითი რენტის გაანგარიშების გაუმჯობესებასთან და კვლევებსა და დამუშავებასთან დაკავშირებული ხარჯების კაპიტალიზაციასთან. რაც შეეხება წყაროს გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს, ეს მოიცავს სხვადასხვა სექტორში დაუკვირვებადი ეკონომიკის მასშტაბების შეფასებას და მაჩვენებელთა ხარისხის გაუმჯობესებას,”- ამბობს გოგიტა თოდრაძე.
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ორგანიზაცია წინა წლების მთლიანი შიდა პროდუქტის ხელახალ კალკულაციასაც გააკეთებს.
რა არის მთლიანი შიდა პროდუქტი?
მთლიანი შიდა პროდუქტი ქვეყნის ეკონომიკის საერთო მდგომარეობის ინდიკატორია. ის წარმოადგენს მიმდინარე საბაზრო ფასში გაზომილ, პროდუქციისა და მომსახურების საერთო რაოდენობას, რომელიც წარმოებულია ქვეყნის ტერიტორიაზე რეზიდენტებისა და არარეზიდენტების მიერ.
მთლიანი შიდა პროდუქტის გამოთვლისთვის გამოიყენება რამდენიმე მოდელი. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია შემდეგი ფორმულა, სადაც მშპ უდრის:
GDP = C + I + G + NX
სადაც, C გამოხატავს მოხმარების მოცულობას (Consumption - მოხმარება), I გამოხატავს ინვესტიციების მოცულობას (Investments - ინვესტიციები), G გამოხატავს სახელმწიფო ხარჯების მოცულობას (Government expenditures - სახელმწიფო დანახარჯები), NX გამოხატავს სხვაობას ექსპორტსა და შორის. საქართველოს შემთხვევაში, ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობა ნეგატიურია, რაც იმპორტთან მიმართებით 2.7-ჯერ ნაკლები ექსპორტით არის განპირობებული.
მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი მთლიანი მოხმარებაა, რომლის სტრუქტურაში გამოიყოფა სამი ქვეკლასი: ხანგრძლივი მოხმარების პროდუქციის მოხმარება (Durable Goods), მოკლევადიანი მოხმარების პროდუქციის მოხმარება (Nondurable Goods) და მომსახურება (Services).
მთლიან მოხმარებაში შედის როგორც - მოქალაქეების, ასევე კერძო ბიზნესების მიერ მოხმარებული პროდუქციისა და მომსახურების ღირებულება.
ქვეყნის სიმდიდრის შესაფასებლად კი ყველაზე გავრცელებული მეთოდი ერთ მოსახლეზე მშპ-ის ფარდობაა. საქსტატის ცნობით, 2018 წელს საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე 11,013 ლარს ($4,345 დოლარს) შეადგენდა, რითიც ის საშუალოდ ღარიბი ქვეყნების რიგში იკავებს ადგილს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
2020 წლიდან WhatsApp-ი მილიონობით სმარტფონზე უფუნქციო გახდება
მსოფლიოს ყველაზე ცუდი ქალაქები საცხოვრებლად
ფუგერაი - ქალაქი, სადაც ბინის ქირა წელიწადში 88 ცენტია
ტრამპი ნატოს დაფინანსებას ამცირებს, დაზოგილ თანხას საქართველოს და უკრაინას მოახმარს - CNN
WhatsApp-ი ახალ ფუნქციას ამატებს
Tesla-მ პირველი კიბერმანქანა წარადგინა - პრეზენტაციაზე ინციდენტი მოხდა
კანადურმა ბიზნესგამოცემამ ვერა ქობალია „Forty under 40“-ის ერთ-ერთ გამარჯვებულად დაასახელა
ბოლო დროის ყველაზე ხანგრძლივი კომერციული ავიარეისი ამ წუთებში სრულდება
გერმანია კადრების მწვავე დეფიციტს განიცდის - რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქვეყანას?
ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისებს ჩქაროსნული მატარებელი შეასრულებს
"ინდოელი ბილ გეითსი" ქველმოქმედებით ‘’გაღარიბდა’’
თემურ მურღულია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ტოვებს
"რუსეთი არ დაიწყებს ომს, თუ საქართველო NATO-ში გაწევრიანდება, მაგრამ...’’- ლავროვი
ტრამპის იმპიჩმენტის დაანონსების შემდეგ, 5 უმდიდრესი ამერიკელის ქონება $6,5 მლრდ-ით შემცირდა
ბარონ ჰილტონმა $4 მილიარდიდან ოჯახს მხოლოდ 3% დაუტოვა
ქვეყნები, სადაც მოქალაქეობას ყველაზე რთულად გასცემენ
არგენტინელებს ბანკებიდან ფული გამოაქვთ
მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ავიარეისების ათეული
აშშ-სა და გერმანიას შორის ურთიერთობა იძაბება- შტატები გერმანიიდან ჯარის გაყვანას გეგმავს
ავიაკატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მილიარდერი ბიზნესმენი