მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მთავარი პრობლემა არის ივანიშვილი? - გახარიას პასუხი

60b25ad596984
თელარა გელანტია
29.05.21 19:14
15129
„ქვეყნის მთავარი პრობლემა სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტები, კორუფცია და ნეპოტიზმი და სწრაფი ეკონომიკური განვითარების საჭიროებაა“, - ასე უპასუხა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ჟურნალისტის კითხვას - არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მთავარი პრობლემა.

ყოფილმა პრემიერმა ასევე უპასუხა კითხვას - "არის თუ არა მისი პოლიტიკური გაერთიანება ბიძინა ივანიშვილის პროექტი".

„არასდროს არავის პროექტი არ ვყოფილვარ. მითუმეტეს მომავალში არ ვიქნები. გარწმუნებთ“, - ამტკიცებ გიორგი გახარია.
პოლიტიკური გაერთიანების "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ დღესვე თავისი გუნდის წევრები წარადგინა. მათ შორის არიან: გიორგი ხოჯევანიშვილი; ნათია მეზვრიშვილი;კახაბერ ქემოკლიძე; ანა ბუჩუკური; გიორგი შარაშიძე, მიხეილ დაუშვილი; ბექა ლილუაშვილი; რუსუდან თევზაძე; ალექსანდრე მოწერილია; ბერდია სიჭინავა; შალვა კერესელიძე; კოტე ანანიაშვილი — აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი; გიგა ფარულავა; გიორგი გოგუაძე; ლევან დოლიძე; გიორგი აბაშიშვილი; ეკატერინე ვეფხვაძე; დავით ფარცვანია; ლაშა მარკოზაშვილი; ტატა ხვედელიანი; გიორგი კიკნაველიძე და საბა ჯიქიძე.