მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მთავრობა 5.7 მილიონ ლარად 60 თეთრ პიკაპს ყიდულობს

6062e4c936cfc
შოთა ტყეშელაშვილი
30.03.21 14:00
4206
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა კონსოლიდირებული ტენდერი, რომლითაც მთავრობა 5,672,400 ლარად 60 ცალ თეთრ პიკაპს ყიდულობს. 

შესყიდვის განაცხადის თანახმად, ავტომობილებს არანაკლებ 102 ცხენის ძალა უნდა ჰქონდეს, მისი სიგანე არანაკლებ 1.755 მეტრი, სიგრძე კი არანაკლებ 5 მეტრი უნდა იყოს. 

შესყიდვის თანახმად, ერთი პიკაპის სავარაუდო ღირებულება 94,540 ლარი იქნება. 

ტენდერი 29 მარტს გამოცხადდა და მასში წინადადებების მიღება იწყება 1 აპრილს და სრულდება 2 აპრილს, შესაბამისად, კომპანიებს საკუთარი განაცხადების წარდგენისთვის საკმაოდ მცირე ვადა აქვთ.