მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მთავრობა ეკონომიკის ზრდის პროგნოზის 5.5%-მდე გაზრდას გეგმავს

6479c51890b68
თელარა გელანტია
02.06.23 15:30
630
საქართველოს მთავრობა ეკონომიკის 5%-იანი ზრდის პროგნოზის გადახედვას გეგმავს. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

მირზა გელაშვილის თქმით, 5%-იანი პროგნოზი 5,5%-მდე გაიზრდება, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის გადაიხედება არსებული ოფიციალური პროგნოზი.

„როგორც ცნობილია, ოთხ თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.3%-ით გაიზარდა. აპრილში კი - 7.5%-ით. ზრდის ეს ტემპი გარკვეულწილად აღემატება იმ მოლოდინს, რომელიც წლევანდელ წელთან დაკავშირებით გვქონდა.

მკვეთრად ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას ამ ეტაპზე არ განვიხილავთ, მაგრამ ვინაიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც მცირედით გაგვიზარდა პროგნოზი, ჩვენც ამ ეტაპზე მცირედით, 5.5%-მდე გავზრდით ეკონომიკური ზრდის პროგნოზს. წლის განმავლობაშიც გვექნება საშუალება, რომ დაავაკვირდეთ ეკონომიკის განვითარების ტრენდებს“, - თქვა მინისტრის მოადგილემ.

2023 წლისთვის ეკონომიკის 5%-იანი ზრდის პროგნოზის გაზრდას საქართველოს ეროვნული ბანკიც გეგმავს.