მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მთავრობა: მინიმუმ 4 000 საწოლი მზადყოფნაშია

5f8dad6b9b26c
ინგა მურუსიძე
19.10.20 19:25
674
"შეიძლება არის გარკვეული ხარვეზები, ჩვენ ამაზე საუბარს არ გავურბივართ, ამ ყველაფერს ვხედავთ და ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი პროცესშივე მოვაგვაროთ, მთავარია, ეს ხარვეზები არ იყოს სისტემური", - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ამ ყველაფრის ისე წარმოჩენა, თითქოს სისტემური გარღვევებია და თითქოს პროცესი არ იმართება სწორი არ არის, არ შეესაბამება რეალობას, ამიტომ მთავრობამ, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრაქტიკულად ინფორმაციის მიწოდება მოხდება საზოგადოებისთვის საგანგებო რეჟიმში, იმისთვის, რომ ინტერპრეტაციისთვის არ დარჩეს სივრცე.

"რაც შეეხება მზაობას, დღეს ვართ უკეთესად მომზადებულები, დღეს სისტემა მზად არის, რომ ამ რაოდენობის ინფიცირებულებს გაუმკლავდეს, მაშინ, როდესაც კლინიკური მართვის ახალი მოდელი გვაქვს შეთავაზებული, რაც გულისხმობს პაციენტების გადანაწილებას კოვიდ-სასტუმროებში, სახლებსა და საავადმყოფოებში. დღეს ვაკეთებთ იმაზე მეტ ტესტს, 60-ჯერ მეტი ტესტი კეთდება დღეში, ვიდრე კეთდებოდა მარტსა და აპრილში. მაშინ იყო დღეში დაახლოებით 200, დღეს არის დაახლოებით 12 000. დღეს არის დაახლოებით, მინიმუმ 4 000 საწოლი მზადყოფნაში, რომელთა გარკვეული ნაწილი ბუნებრივია დაკავებულია, თუმცა ამოცანა არის, რომ არსებობდეს დაახლოებით 800-დან 1000 საწოლამდე, თავისუფალ საწოლზეა საუბარი მზადყოფნაში და ეს პროცესი იმართოს", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, ციფრები ბუნებრივია იცვლება ყოველდღიურად და კლინიკური მართვის ახალი მოდელი არსებობს - ვიღაც ეწერება საავადმყოფოდან, ახალი პაციენტი შედის, მაგრამ დღეის მდგომარეობით, "თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პროცესი ამ ნაწილში იმართება".

"პრემიერი საუბრობდა ამაზე და ძალიან მნიშვნელოვანი თემაა - პირველი ტალღის დროს, ჩვენ, ელემენტარულად პირბადეების საშუალება არ გვქონდა, რომ მოქალაქეებისთვის პირბადეები ხელმისაწვდომი ყოფილიყო, ბუნებრივია აქაც დიდი სხვაობაა, ტესტირება, კლინიკური მართვის მოდელი, რომელიც სახელმწიფოს აქვს შეთავაზებული, რეანიმატოლოგების ჯგუფი. ბუნებრივია, რომ გარკვეული უკმაყოფილება არის, პანიკის ნიშნები როცა არის, როდესაც მატებაა ციფრებში. გვახსოვს ჩვენ საწყის ეტაპზე 144-თან დაკავშირებით იყო მთავრობის ცხელ ხაზთან დაკავშირებით გარკვეული ხარვეზები რომელიც გამოვასწორეთ, ამიტომ გვესმის ეს ყველაფერი, ვხედავთ, ამას არ გავურბივართ, მთავარია ეს პრობლემები დროულად მოვაგვაროთ და ამაზე ვმუშაობთ. საზოგადოებას აქვს კიდევ რაღაც ინფორმაციის ნაკლებობა, ამასაც კარგად ვაცნობიერებთ, მიუხედავად იმისა, რომ პროტოკოლები და ინფორმაცია ვებ-გვერდზე განთავსებულია და ამაზეც ძალიან მალე კიდევ უფრო დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას - სახლში როგორ უნდა მიხედონ თავს, 112-ზე რა შემთხვევაში უნდა დარეკონ და ა.შ.", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.