13.ივლისი .2020 13:10

საქართველოს მთავრობა: ოპერირების ნებართვა 1000-მა სასტუმრომ მიიღო

views 596
უკან

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია განაგრძობს აუზების, სპორტდარბაზებისა და სასტუმროების შემოწმებას, აქტიურად ხორციელდება რესტორნების პერიოდული ინსპექტირებაც.

დღევანდელი მონაცემებით, ოპერირების ნებართვა 1000-მა სასტუმრომ და რამდენიმე ათეულმა აუზმა და სპორტდარბაზმა მიიღო.

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და გადაწყვეტილებებს სხვა საქმიანობების გახსნაზე ეტაპობრივად მიიღებს”, - ნათქვამია მთავრობის პრეს-სამსახურის მიერ გვარცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან დასაშვები გახდა დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება, ღია სივრცეში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზე კი, დაიშვება არაუმეტეს 200 ადამიანისა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა