მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს მთავრობა რუსეთის მძევალია“ - ფადი ასლი

643937f9b019d
ელენე კვანჭილაშვილი
15.04.23 00:30
1132
„საქართველოს მთავრობა რუსეთის მძევალია“ – ასე აფასებს ხელისუფლების პოლიტიკას ელენე კვანჭილაშვილის „ანალიტიკა“–სთან ინტერვიუში ICC Georgia-ს თავმჯდომარე ფადი ასლი.

საქართველოში უცხოური ბიზნესის ყველაზე მსხვილი ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ შესაძლოა მთავრობამ ისეთი რამ იცის, რაზეც ჩვენ – მოქალაქეებს ხელი არ მიგვიწვდება.

„შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ან ღარიბაშვილი, ან კობახიძე ან თუნდაც, რა ჰქვია, სოზარ სუბარი ქვეყნის მოღალატეები არიან – ამბობს ფადი ასლი „ანალიტიკა“–სთან ინტერვიუში – არც იმას გამოვრიცხავ, რომ მათ აქვთ ისეთი ინფორმაცია, რაც ჩვენ არ გვაქვს. მათ იციან, რომ თუ იმ კურსს არ გაჰყვებიან, რომელსაც ახლა მიყვებიან – რაღაც ცუდი მოხდება. რაღაც ცუდი მათთვის, თუ რაღაც ცუდი ქვეყნისთვის – ეს მე არ ვიცი. მძევლები არიან“.

„ანალიტიკა“–ს ავტორისა და წამყვანის კითხვაზე – სად არის მაშინ გამოსავალი – ფადი ასლი ამბობს, რომ გამოსავალს მხოლოდ ორ შემთხვევაში ხედავს. „ერთი ვარიანტია დიდი გეოპოლიტიკური ცვლილება, როცა უკრაინა იგებს ომს ან ამ ომში რუსეთი მნიშვნელოვნად იხევს უკან. ეს საქართველოს მთავრობას შეუმსუბუქებდა რუსეთის წნეხს – ამბობს ICC Georgia-ს თავმჯდომარე – ამიტომაც 2024 წელს თუ რამე არ შეიცვლება გეოპოლიტიკურ ველზე – უნდა დავაკვირდეთ, რა შედეგი მოჰყვება არჩევნებს“.

ფადი ასლის დაკვირვებით, ხალხი დაიღალა. „ცხოვრება ძალიან გაძვირდა – ისე, როგორც ევროკავშირში. მაგრამ ევროკავშირში ძვირ ცხოვრებას სხვა სიკეთეები აბალანსებს – მაღალი პენსია, სოციალური მხარდაჭერა, დაზღვევა. ეს აბალანსებს ვითარებას. აქ კი – ერთ მხარეს, ძვირი ცხოვრება გვაქვს – მეორე მხარეს – არაფერი“ – ამბობს ICC Georgia-ს თავმჯდომარე „ანალიტიკა“–სთან ინტერვიუში.