მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მთავრობამ ამერიკული კომპანია ანაკლიის პროექტიდან გამოაძევა – სენატორები

5ebefa274f706
თამთა ჯიჯავაძე
16.05.20 00:18
7452
ანაკლიის პორტი რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას ისახავდა მიზნად - ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც ამერიკელმა სენატორმა ტედ კრუზმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა ჯონ კორნინმა, რესპუბლიკელ ჯოდი არინგტონთან და მარკვეინ მალინთან ერთად აშშ-ის საელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს და სახაზინო მდივანს სტივ მნუჩინს გაუგზავნა. 

„გწერთ იმისთვის, რომ გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება კარგი მმართველობის გაუარესებასა და პოტენციურ უკანონო ფინანსურ ქმედებებთან დაკავშირებით საქართველოში. ჩვენ განსაკუთრებით და უფრო და უფრო მეტად შეშფოთებული ვართ, საქართველოს კავშირების გამო ამერიკის მეტოქეებსა და მტრებთან, რაც ჩვენი გეოსტრატეგიული და ბიზნეს ინტერესების ხარჯზე ხდება.

გასული წლის განმავლობაში, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დაახლოებით 50%-ით შემცირდა, გადასახადები და ბიუროკრატიული ბარიერები კი გაიზარდა დასავლური ბიზნესებისთვის.

მმართველობის ეს პრობლემები პირდაპირ ძირს უთხრის ამერიკული კომპანიების ოპერირების და ჩვენი კავშირების საქართველოსთან, Frontera Resources-თან, Texas-თან გაღრმავების შესაძლებლობას, რომელიც საქართველოს ნავთობ და გაზის სექტორში უმსხვილესი ამერიკული ინვესტორია. მათ $500 მილიონი აქვთ ინვესტირებული ნავთობისა და გაზის მოპოვების სამუშაოებისთვის. ცოტა ხნის წინ Frontera გახდა დამახშობელი რეგულაციების და შეზღუდვების სამიზნე და ახლა შესაძლო ექსპროპრიაციის საფრთხის წინაშეა საქართველოს მთავრობის მხრიდან.

2019 წელს სხვა ამერიკული კომპანია Conti Group იყო იგივე გზით კონსორციუმიდან გაძევებული, რომელიც ანაკლიაში პორტს აშენებდა, რამაც პროექტი გააჩერა“, – წერენ ისინი.

ამასთან, წერილში აღნიშნულია, რომ Frontera-ს ენერგორესურსების მოპოვებაზე მუშაობა მიზნად ისახავდა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას და სტაბილურობას, ხოლო პორტის მშენებლობა ანაკლიაში მიზნად ისახავდა საქართველოს რუსული პორტების ინფრასტრუქტურაზე დამოკიდებულების შემცირებას.