31.იანვარი .2021 13:46

საქართველოს მთავრობამ აშშ-ში ლობიზმისთვის $780,000-იანი კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს მთავრობამ აშშ-ში ლობიზმისთვის $780,000-იანი კონტრაქტი გააფორმა
views 1495
უკან

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ 2021 წლისთვის აშშ-ში ლობისტური კონტრაქტების განახლება დაიწყო. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს საგარეო აგენტების რეგისტრაციის გვერდ Fara-ზე გამოქვეყნდა ინფორმაცია საქართველოს  მთავრობის მიერ გაფორმებულ კონტრაქტზე კომპანია Chartwell Strategy Group-თან. 

ხელშეკრულება  მხარეთა მიერ 21 იანვარს არის ხელმოწერილი და მის ფარგლებში კომპანიის გასამრჯელო თვეში 65,000 დოლარი ანუ წელიწადში $780,000 დოლარი იქნება. 

ამ თანხის სანაცვლოდ საქართველოს მთავრობა მოელის, რომ ლობისტური კომპანია დაეხმარება საქართველოს მთავრობას აშშ-ში სტრატეგიული კომუნიკაციების წარმოებაში. ანალოგიური პირობებით ჰქონდა მთავრობის ადმინისტრაციას ამ კომპანიასთან ხელშეკრულება 2020 წელსაც. 

ამას გარდა, გასულ წელს მთავრობის ადმინისტრაციას ჰქონდა ხელშეკრულება კომპანია StrateVarious-თან, რომლის ღირებულებაც $120,000 დოლარი იყო. ამ კომპანიასთან ხელშეკრულების განახლება ჯერ არ მომხდარა. 

ჯერ არ განუახლებია ლობისტური ხელშეკრულებები პარტია "ქართულ ოცნებას", რომელსაც 2020 წელს $1,200,000-ის ღირებულის ორი კონტრაქტი ჰქოდა. მათგან ყველაზე მსხვილი $900,000 დოლარის მოცულობის ხელშეკრულება იყო კომპანია Hogan Lovells-თან, ხოლო მეორე კონტრაქტი კი, კომპანია  DCI Group-თან იყო გაფორმებული და მისი ღირებულება $300,000-ს შეადგენდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა