მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მთავრობამ დღეს 140 მილიონი ლარის შიდა ვალი აიღო

5def9c5eba0e4
შოთა ტყეშელაშვილი
10.12.19 17:40
942
დღეს საქართველოს მთავრობამ ადგილობრივი საფინანსო ბაზრიდან 140 მილიონი ლარის მოცულობის შიდა ვალი აიღო. ვალის აღება სახაზინო ობლიგაციებისა და სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით მოხდა. 

"2019 წლის 10 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 120 020 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.250 პროცენთი, მაქსიმალური 9.530 პროცენთით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.372 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 6.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში

2019 წლის 10 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 171 579 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.500 პროცენტით, მაქსიმალური 9.100 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.848 პროცენტით განისაზღვრა," - ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

2019 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა 900 მილიონი ლარის შიდა ვალის აღებას გეგმავს.