მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მთავრობამ საბიუჯეტო ხარჯვები ფრთხილად უნდა გაიანგარიშოს - ADB

624d3d73e6193
მარიამ ვარადაშვილი
06.04.22 11:40
694
აზიის განვითარების განკი (ADB) საქართველოს ეკონომიკური ზრდის ახალ პროგნოზს აქვეყნებს. კერძოდ, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის გამო განვითარების ბანკი საქართველოს ტურიზმის, ფულადი გზავნილებისა და ექსპორტის შემცირებას ელოდება.

ამ შემცირების ფონზე ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში შეინ როზენტალი მთავრობას ურჩევს, საბიუჯეტო თანხები გააზრებულად დაიხარჯოს.

„ეკონომიკის ზრდის ხელშესაწყობად, საქართველოს მთავრობას სჭირდება საბიუჯეტო ხარჯვების ფრთხილი გაანგარიშება, პანდემიასთან დაკავშირებული ორწლიანი გაზრდილი ხარჯვის შემდეგ. ასევე სასურველია მთავრობამ ინვესტირება განახორციელოს ურბანულ არეალებში და იმავდროულად მოახდინოს რეგიონების ფისკალური დეცენტრალიზაცია, სოციალურ სექტორებში ინვესტირების პარალელურად. ეკონომიკაში საზოგადოების ყველა წარმომადგენლის მონაწილეობისთვის აუცილებელია მაღალი ხარისხის განათლების უზრუნველყოფა, რომელიც ქვეყნის ყველა რეგიონს თანაბრად ფარავს”,-აცხადებს როზენტალი.

ADB 2022 წელს ინფლაციის 7%-მდე, 2023 წელს კი 4%-მდე შენელებას ელოდება. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი სავარაუდოდ გაფართოვდება და 2022 წელს მშპ-ს 10%-ს შეადგენს, ნავთობის ფასების მოსალოდნელი ზრდის ფონზე, რაც 2023 წელს 7.5%-მდე შემცირდება.

ექსპორტის ზრდა 2022 წელს 12.1%-ით არის ნავარაუდევი, 2023 წელს კი 14.9%-ით. რადგან ეკონომიკური სანქციები რუსეთში ზრდას აფერხებს, ფულადი გზავნილები 2022 წელს სავარაუდოდ 1.8 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდება, 2023 წელს კი 1.7 მილიარდ აშშ დოლარამდე.