"ნათელია, რომ covid-ვითარება ძალიან რთულია, თუმცა ის გზა, რომლითაც მთავრობა და მოსახლეობა უმკლავდება ამ სიტუაციას, ყველას აღაფრთოვანებს”, - ასე შეაფასა “Forbes კვირასთან“ ინტერვიუში საქართველოს მიერ covid-კრიზისთან ბრძოლაში გადადგმული ნაბიჯები ჩეხეთის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ.
მისი თქმით, მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები ეფექტური იყო, მაგრამ მაღალია ეკონომიკური დანახარჯებიც.
„გზა, რომლითაც მთავრობა ამ ვითარებას უმკლავდება, არის ძირითადად გარე ფაქტორებიდან გამომდინარე - იქნება ეს სესხები თუ ფინანსური მხარდაჭერა. ეს კი პოტენციურად მომავალში შეიძლება იყოს საშიში, ვინაიდან ჩვენ უნდა ვნახოთ თუ რამდენად მდგრადია ეს, როგორ განვითარდება პანდემია, რამდენ ხანს გაგრძელდება ის, როგორ იმუშავებს დანარჩენი სამყარო და რა პასუხისმგებლობებს და შესაძლებლობებს მოიტანს ყოველივე ეს, ამიტომაც ამ გაგებით, ეს შესაძლოა იყოს საშიში და ჩვენ საქართველოს მთავრობის მისამართით გვაქვს გარკვეული რეკომენდაციები”, – აღნიშნა ჩეხმა დიპლომატმა და დასძინა, რომ ხელისუფლებამ უცხოეთიდან მოზიდული სესხები და გრანტები გააზრებულად უნდა დახარჯოს.
„ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ სესხები და გრანტები, რომლებიც გარედან მოდის, დახარჯონ გააზრებულად, დახარჯონ ის წამყვან სექტორებზე და მათ სამომავლო განვითარებაში ინვესტირება მოახდინონ და არა - მხოლოდ ყოველდღიურობაში“, – განაცხადა ელჩმა.
ცნობისთვის: ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის ინფორმაციით, $1.6-მილიარდიანი პაკეტიდან, რომელსაც საქართველოს მთავრობა პანდემიის შედეგებთან საბრძოლველად იღებს, $1.2 მილიარდი დოლარის მოცულობის ხელშეკრულებებზე ხელი უკვე მოწერილია. მინისტრის თქმით, დანარჩენი $400 მილიონის სასესხო შეთანხმებების რატიფიკაციას, სავარაუდოდ, შემდგომი მოწვევის პარლამეტი მოახდენს.
ახალი საგარეო ვალდებულებების აღების შედეგად, 2020 წელს საქართველოს მთავრობის ვალი მშპ-ის 55%-ს მიაღწევს, ხოლო მიმდინარე წელს კი ბიუჯეტის დეფიციტი 8%-მდე იზრდება. ივანე მაჭავარიანის თქმით, დეფიციტი 2021 წლისთვის 5%-იან ნიშნულზე იგეგმება, 2023 წლიდან კი ის 3%-ს უნდა დაუბრუნდეს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ