მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მთავრობის და კერძო სექტორის მთლიანი ვალი $23 მილიარდი დოლარია

6426e61244cbf
შოთა ტყეშელაშვილი
31.03.23 18:57
680
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი - რაც კერძო და საჯარო სექტორების ვალს მოიცავს, 23.5 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც გასული წლის მთლიანი მშპ-ის 96%-ია. 

საქართველოს საგარეო ვალი სეგმენტების მიხედვით ასე ნაწილდება:

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 10.6 მლრდ აშშ დოლარი (28.7 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 43.2 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 8.1 მლრდ აშშ დოლარი (21.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 32.8 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 896.2 მლნ აშშ დოლარი (2.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.6 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 440.0 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.8 პროცენტი) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.0 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 6.5 მლრდ აშშ დოლარი (17.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 26.4 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.7 მლრდ აშშ დოლარი (12.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 19.0 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.4 მლრდ აშშ დოლარი (9.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 13.9 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 89.3 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით. მათ შორის ვალის 50.7 პროცენტი დენომინირებულია აშშ დოლარში, ხოლო 27.1 პროცენტი ევროში.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 12.5 მლრდ აშშ დოლარი (33.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2022 წლის მშპ–ს 50.6 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.7 მლრდ აშშ დოლარია (15.5 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 23.3 პროცენტია.

2022 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 28.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, საკურსო ცვლილების გამო ვალი 34.5 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ოპერაციული ცვლილების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 6.5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 2022 წლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 896.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 462.1 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.